სოცქსელი

«ეს მკვლელი იგზავნება ახალგორში ჩვენი ქართული მოსახლეობის დასაწიოკებლად»-ქაცარავა

«ანტისაოკუპაციო მოძრაობის» ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს:

«ალბათ, ყველას გახსოვთ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, მის წამებაში და შემდგომ მკვლელობაში მხილებული ვინმე დავით გურწიევი.
ეს მკვლელი და ჯალათი, რომელსაც მცხეთის სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა, კვლავ გამოჩნდა სცენაზე.
საოკუპაციო რეჟიმმა დავით გურწიევი დანიშნა ახალგორის პროკურორად და კვლავ მიავლინა ახალგორში, სადაც ამ ნაძირალამ გაითქვა სახელი ჩვენი მოქალაქეების დატერორებით, უძრავ-მოძრავი ქონების წართმევით და განსაკუთრებული სისასტიკით.
ამ ჯალათმა ასევე მიიღო აქტიური მონაწილეობა ოკუპირებული ცხინვალის ციხის პატიმრების წამებაში, ეს საქმე გახმაურდა 2019 წელს.
ეს კაციჭამია ასევე ფიგურირებს დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეშიც, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა ჩაფარცხა და გამოუძიებლად დატოვა.
მოკლედ, ეს მკვლელი იგზავნება ახალგორში ჩვენი ქართული მოსახლეობის დასაწიოკებლად.
ჩვენს ახალგორელებს დაცვა და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები სჭირდებათ.
წარმომიდგენია, რას იზამდა ისრაელი, გურწიევს მისი მოქალაქეები რომ მოეკლა…»

მსგავსი პოსტები

«ახალ ლიდერთა ინიციატივა» დროებით აჩერებს მუშაობას

«იმედს ვიტოვებთ ქართველი ექიმები გადაარჩენენ…»რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი კლავს!»

«მეუფე პეტრეს დაცვა სჭირდება, იმიტომ, რომ მას საფრთხე ემუქრება» — ჯაბა წულაძე

დატოვე კომენტარი