განცხადებებისოცქსელი

«ეს მართლაც არის სასწაული…ეს არის დიდი გამარჯვება»-სააკაშვილი (ვიდეო)

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პარლამენტში ერთპარტულ სხდომას გაოეხმაურა:
«დღეს, რაც მოხდა თბილისში ეს არის დიდი გამარჯვება, დიდი გამარჯვება პირველი ქართველი ხალხის. არავის არ ეჯერა, მიუხედავად ამხელა მოსყიდვისა, დაშინებისა, გაყოფისა, ჭორებისა, სიბინძურისა და პროპაგანდისა მოხდებოდა პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური ძალის გაერთიანება — ერთი იდეის გარშემო, რომ არჩევნები მოპარულია და მოპარული არჩევნები არავის არ უნდა შერჩეს! ამიტომ, ეს მართლაც არის სასწაული — ერთობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება, ძალა არის ერთობაში!
ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ახლა პრაქტიკულად არავინ არ შევიდა პარლამენტში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის, ვინც შევიდა უკანონოდ პარლამენტში და მოიპარა ქართველი ხალხის ნება და არჩევნები დროზე იქიდან გამოვიყვანოთ და საქართველოს გაუჩნდეს ლეგიტიმური ხელისუფლება, ლეგიტიმური პარლამენტი და საქართველომ გააგრძელოს განვითარება და გადაწყვიტოს უმძიმესი კრიზისი, რომელიც ახლა არის ჩვენს ქვეყანაში!»-განაცხადა სააკაშვილმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

ჟურნალისტ ნანა ნადირაძეს ხვალ 4 ივლისს, 2 საათზე, მახათას სასაფლაოზე დაკრძალავენ

«სულ ეს არიან…»უცნობი» იყენებს თქვენს ამბავს»-ვახო სანაია

roma sajaia

ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ისეთი ხალხი ესხმის თავს ვისაც კაპიკი არ აქვთ დახარჯული კეთილ საქმეში-თეა წულუკიანი

დატოვე კომენტარი