განცხადება/მიმართვა

“ეს იმის ნიშანია, რომ ევროპული გზა ძალიან სერიოზულად აირჩია საქართველომ…”-ბორელი კობახიძეს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი ბრიუსელში შეაფასა.

“მოგესალმებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრო, ბატონო ირაკლი, აქ, ბრიუსელში. ეს თქვენი პირველი ვიზიტია ამ რანგში. თქვენ ბრიუსელში ჩამობრძანდით და ეს იმის ნიშანია, რომ ევროპული გზა ძალიან სერიოზულად აირჩია საქართველომ. ეს არის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით პირველი ვიზიტი, ჩვენ გადავედით ახალ სტრატეგიულ ეტაპზე ჩვენს ურთიერთობებში. საუბარი, რაც გვქონდა ასოცირების საბჭოს ფარგლებში, ხაზს უსვამს, რომ ერთობლივად გვაქვს ნაკისრი ვალდებულება იმ უცვლელი გზის მიმართ, რომელიც გულისხმობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, თუმცაღა საქმე იწყება ახლა თქვენს შემთხვევაში და ეს საჭიროებს ახალ ძალისხმევას, გაძლიერებულ პასუხისმგებლობას მთავრობის მხრიდან, პოზიციას, რომელიც ყველას მიერ იქნება გასათვალისწინებელი. ყველა პირი, ყველა ქართველი, ყველა სექტორი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში”-განაცხადა ბორელმა.

მსგავსი პოსტები

“არ შეგეძლოთ გაგეკეთებინათ რომ ამხელა ოჯახი შემენახა? ოცნება თქვენ მოგიტ@@@”-გია კორკოტაშვილი “ოცნებას” აგინებს

„28 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ ოთხი ომი გამოიარა, 3 სამოქალაქო და ერთი ფართო აგრესია რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან”- ვლადიმერ ჩაჩიბაია (ვიდეო)

ენმ-ს სამეგრელოს ხელმძღვანელი ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს გადადგომისკენ მოუწოდებს (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი