სოცქსელი

«ეს გონებას მიბინდავს და სულს მიხუთავს…»-რა კითხვა დაუსვა სიკვდილის წინ თემირლანმა მამას?

პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

«25 ნოემბერი – დაბადების დღე, 25 – დეკემბერი მძინარე თემირლანზე თავდასხმა მისამართარეული სპეც რაზმთა ბრბოსი დღე, 10 – იანვარი მისი აპარატიდან გამორთვა 14 დღის ტყუილების მერე.

ეს ყველაფერი იმდენად ახლოსაა ერთმანეთთან, ეს მოკლე პერიოდი გონებას მიბინდავს და სულს მიხუთავს. ზუსტად სამი წლის წინ, ზუსტად ამ დროს 11 საათზე თემირლანმა დამისვა კითხვა, ახლა მახსენდება – ადამიანის თვალები ფერებს თუ იცვლისო, მაშინ თემირლანის კითხვამ ცოტა არ იყოს დამაბნია და ვკითხე რატომ მეკითხები მეთქი. მისი პასუხი ბოლო მის სიცოცხლეში, არ ვიცი რატომღაც მე თვალებში ფერები მეცვლება. ამითი დამთავრდა ჩემი და თემირლანის საუბარი ცხადში, შემდეგ კი უკვე სიზმრებში გრძელდება ჩვენი გულახდილი საუბრები კითხვა-პასუხები ამ 3 წლის განმავლობაში.

მხეცი მინახია წვიმიან ტალახიან ამინდებში დაჭრილი, სასტიკად განადგურებული, კუთხეში მიმწყვდეული, გაფართოებული თვალებით და ბევრის მთქმელი მზერით. მან არ იცის რატომ ექცევა კაცობრიობა ასე სასტიკად. ის მხეცია, მას მეტი აზროვნების უნარი არ აქვს და ღმერთმაც მეტი არ უბოძა. განსხვავებით ჩვენ ადამიანები ამ ყველაფრით უნარის აღქმის გააზროვნების, მიტევების მეტყველობის და შურისძიების ყველა მაღალი თვისებებით დაგვაჯილდოვა ღირსების და სიკეთესთან მიმავალ გზაზე.

მაგრამ ვერ ვხვდები მე რატომ ვარ ეს სამი წელი ასე სასტიკად მოკლული ვაჟის მამა, ასეთი კუთხეში მიმწყვდეული. მე ხომ მხეცისგან განსხვავებით ადამიანი ვარ.

როგორ არ გამოჩნდა ამ ხნის განმავლობაში ამ ყველაფრის ღმერთისგან ნაბოძები ადამიანი რომ მომიშუშოს ის ჭრილობები და დამაყენოს იმ გზაზე, რომ ყველაფერს წერტილი დავუსვა»-წერს მაჩალიკაშვილი

 

Loading…

მსგავსი პოსტები

«ეს რ2-ის დასასრულის დასასრულია, დასასრულის დასაწყისი»-ანდრია ჯაღმაიძე

Joni Kvaracxelia

“თეა წულუკიანი ჩემი შვილის მკვლელებს და საქმის გამყალბებლებს კბილებით იცავს»-ზაზა სარალიძე

თუ მტერს მტრულად არ შეგიძლია მოექცე მოყვარის დაფასებას ვერასდროს და არასდროს შეძლებ — მალხაზ მაჩალიკაშვილი

დატოვე კომენტარი