განცხადება/მიმართვაპოლიტიკა

“ეს ახლად განქოცებული ქალბატონი რომ ივანიშვილთან თანამშრომლობას გვაბრალებს, სასაცილოა პირდაპირ”-ოთო კახიძე ჩარკვიანს

“ევროპული საქართველოს” დეპუტატი ოთო კახიძე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანის ბრალდებებს გამოეხმაურა:

“ევროპული საქართველო გამოვიდა ინიციატივით, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა წინასწარ განაცხადონ ივანიშვილთან კოალიციის მიუღებლობის თაობაზე.

ენმ-ს ირგვლივ არსებული კოალიციის ერთ-ერთმა სპიკერმა და სახემ, თაკო ჩარკვიანმა ჩვენი ინიციატივა მონათლა თაღლითობად და ივანიშვილთან თანამშრომლობაში დაგვადანაშაულა.

ეს ახლად განქოცებული ქალბატონი რომ ივანიშვილთან თანამშრომლობას გვაბრალებს, სასაცილოა პირდაპირ. 2012-ში ხომ ქოცობდა და 2016-17 წლებშიც ელოდა სარგებელს ბიძინასგან. მერე დაიწყო ოპოზიციონერობა და რომის პაპზე დიდი კათოლიკე გახდა.

მაგრამ სამწუხაროდ მისი ბრალდებები ასავალ-დასავალის სტილში მხოლოდ ქოცური ბექგრაუნდით არ აიხსნება. აღნიშნული ნაცმოძრაობის ცილისმწამებლური კამპანიის გამოძახილია, სწორედ ისინი გვეძახდნენ გარიგებულებს და მოსყიდულებს, როგორც ჩანს, ახლა ჩარკვიანს აქვს ეს როლი მორგებული.

საზოგადოება ყველაფერს ხედავს და აფასებს, ეს არის მთავარი.”

Loading…

მსგავსი პოსტები

“ძალიან დიდი კატასტროფა ახლოვდება…დიდი უბედურება ხდება”-მიხეილ სააკაშვილი(ვიდეო)

“შენ იყავი იუსტიციის მინისტრის მოადგილე, როცა 150%-იანი სესხები გაიცემოდა. ერთი ხმა ამოგიღია?”-ზარქუა გიორგი ვაშაძეზე

roma sajaia

სერგო ჩიხლაძე 36 ქვეყნის მოწოდებას გამოეხმაურა

roma sajaia

დატოვე კომენტარი