„ეს არ არის მართლმადიდებელი მოძღვარი. ეს არის აგენტი მიხაილოვი, საბჭოთა КГБ-ს მეორეხარისხოვანი აგენტი“, — ასეთი სიტყვებით შეამკო ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა რუსეთის პატრიარქი, კირილი.
ბულგარული ტელეარხის БНТ-ს ეთერში მან ღიად და დაუფარავად ილაპარაკა რუსეთის პატრიარქზე და მას „რუსეთის სიგარეტის მიტროპოლიტი“ უწოდა. რადგან, სიმეონოვის განცხადებით, 1996 წლიდან რუსეთის პატრიარქმა რუსეთში 14 მილიარდი დოლარის ოდენობის სიგარეტი შეიტანა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება ბულგარეთის პრეზიდენტის რუმენ რადევის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც ოსმალეთის იმპერიისგან ბულგარეთის გათავისუფლების 140-ე წლისთავისადმი იყო მიძღვნილი. პატრიარქ კირილის აზრით, რადევმა ოსმალური იმპერიის დამარცხებაში რუსეთის როლს არასაკმარისად გაუსვა ხაზი.