განცხადებები

«ეს არის ხელისუფლება რომელიც მოვიდა პატარა ბარბარე რაფალიანცის მკვლელობით და აგრძელებს ბავშვების ხოცვას!»-სააკაშვილი (ვიდეო)

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ბაღდათის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ვიდეომიმართვას ავრცელებს:

«იმ პირობებში, როდესაც ოლიგარქი ხარჯავს ათობით მილიონ ლარს მხოლოდ თავისი ხეების გადატანაზე, გადარგვაზე
და გზების გაკეთებაზე ამ ხეებისთვის. იმ პირობებში , როდესაც მან დახარჯა 100 მილიონ ლარზე მეტი მარტო გასულ წელს
თავის ბინძურ პროპაგანდაზე, ტელევიზიებზე, თავის Facebook ბოტებზე ტყუილების გასავრცელებლად ! მათ ვერ იპოვეს რამდენიმე
100 ლარი ამ გაუბედურებული ოჯახის დასახმარებლად და რეალურად სიცოცხლის გადასარჩენად…
და ასეთი ოჯახები სულ უფრო ბევრია იმიტომ, რომ როდესაც მთავარი ხელისუფალი არის მთავარი ქურდი,
როდესაც ხელისუფლება იპარავს აღარ რჩება სახსრები ჩვეულებრივი ხალხისთვის…
და როდესაც ისინი ხელს იშვერენ ჩემი ხელისუფლებისკენ — ციფრები არი ჯიუტი რამ!
გაეროს მონაცემებით ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში სიღარიბე შემცირდა მინიმუმ 2-ჯერ ხოლო,
UNICEF-ის მონაცემებით ასევე ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირდა 3-ჯერ.
მერე ამათ დავუტოვეთ რამდენიმე მილიარდი ლარი რომ მოეხმარებინათ ხალხისთვის, ამის მაგივრად ეს ყველაფერი
წაიღეს სახლში და აგრძელებენ საქართველოს ძარცვას და ამათ პირობებში სიღარიბე გაიზარდა ისევ მინიმუმ 2-ჯერ,
ასევე დაიწყო მომატება ბავშვთა სიკვდილიანობამ.
აი, ეს არის ფაქტები საერთაშორისო ორგანიზაციების!
საქართველოში უნდა გათენდეს!
საქართველო უნდა დადგეს მუხლებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ გავექცევით ახალ ტრაგედიებს, იმიტომ რომ
ეს არის ხელისუფლება რომელიც მოვიდა პატარა ბარბარე რაფალიანცის მკვლელობით და აგრძელებს ბავშვების ხოცვას!»

Loading…

მსგავსი პოსტები

კალაძემ ხელშეუხებლობის გარანტია მისცა ზონდერობას — გიგი უგულავა

რუსეთში საყოველთაო მობილიზაცია არ იგეგმება — იური შვიტკინი

Joni Kvaracxelia

«მახსენდება ჩემი სემინარიაში და აკადემიაში სწავლის პერიოდი…თუ შენ დაკარგე მადლი ღვთისა ყველაფერი დაკარგულია»

დატოვე კომენტარი