«ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსირე და ახლა მინდა, საჯაროდ დავაფიქსირო. საკითხი შეეხებოდა მელიას გამოშვებას. ჩემი პოზიცია იყო, რომ ჩვენ არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში. ბატონ მელიას, მის ოჯახს ან პარტიის წევრებს აქვთ სრული შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დღეს გადაიხადონ მოთხოვნილი გირაო, თუ მათ ინტერესებში შედის ბატონი მელიას ციხიდან გამოყვანა, ვიდრე საბოლოო განაჩენი დადგება საქმეზე, იგი იყოს გამოყვანილი ციხიდან.
მეორე საკითხი შეეხებოდა სრულ მზაობას საარჩევნო რეფორმასთან მიმართებაში, ამაზე უკვე დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ეს მოიცავს ვრცელ კომპლექსურ საკითხებს, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ, გავაუმჯობესოთ საარჩევნო რეფორმა, ეს ეხება ადგილობრივ არჩევნებს, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს.
მესამე საკითხი – ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი, ეს არის წითელი ხაზი, ეს არის საკითხი, რომელიც არ განიხილება. ეს მე გუშინ შეხვედრაზეც დავაფიქსირე. არავითარი ლეგიტიმური საფუძველი, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის არ არსებობს. მე იქ გავეცანი და მოვისმინე მონაწილეებს საღი კონსტრუქციული მოსაზრებები, ეს მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, ვივარაუდო, რომ აღნიშნული დიალოგი ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით. ეს ნიშნავს, რომ უნდა შევძლოთ ერთიან პარლამენტში მუშაობა, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკური ცხოვრებას»-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.