«ბრიუსელმა ოფიციალურად შეაჩერა საქართველოს ინტეგრაციის პროცესი. ეს არის კატასტროფა პირველ რიგში თითოეული ქართველის უსაფრთხოებისთვის.
«ოცნებამ» პრაქტიკულად შეგვაგდო გალიაში მტაცებელთან, ყოველგვარი ზედამხედველების გარეშე. ჯერჯერობით მტაცებლის ყურადღება სხვაგანაა გადატანილი, თუმცა ნებისმიერ დროს შეიძლება ჩვენთვის მოიცალოს და გადაგვსანსლოს, ისე რომ მომკითხავიც არავინ იქნება.
ერთადერთი გამოსავალი ამ გალიიდან გაქცევაა 26 ოქტომბერს!!»
ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.