განცხადებები

«ეს არის ენერგიული, გაბრაზებული კაცის ნათქვამი. ნუ ჩავეჭიდებით»-მეუფე ანტონი მეუფე იობზე

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი  დავით გარეჯთან დაკავშირებით მეუფე იობის  განცხადებას გამოეხმაურა.

«ეს არის მეუფის შეხედულება. მეუფე ანთებული კაცია, შეიძლება რაღაცნაირად მთლიანად ჭრილში არ დაინახა, მისი პიროვნული დაინახა და როგორც გულანთებული კაცი, მოსიყვარულე, როგორც მღვდელმთავარი, შინაგანი გამოთქვა მისი პირადი აზრი. ეკლესია ჩვენ სხვანაირად ვფიქრობთ. ზოგადად, მთლიანად სათქმელი ითქვა, მაგრამ იქ, რა თქმა უნდა, დასაკვირვებელია მეზობლები. ეს არის ენერგიული, გაბრაზებული კაცის ნათქვამი. ნუ ჩავეჭიდებით. თუ ვერ მოძებნიან სახელმწიფოები ერთმანეთში თუ არ დალაგდება, რა თქმა უნდა შემდეგ იგი გადმოვა. ჩვენ აქ ხელდაკრეფილები და ჩვენ მორწმუნეები რომ ვართ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ მორწმუნეები ვართ და ყველაფერი თავისთავად დალაგდება. მე დავინახე, რომ უფრო მეტად წამაქეზებელი იყო სახელმწიფოსთვის, რომ იზრუნოს,“ — განაცხადა «რუსთავი2»-თან მეუფე ანტონმა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს

«მივიღე მძიმე გადაწყვეტილება…»-ლევან ვასაძე მომავლის გეგმებზე (ვიდეო)

roma sajaia

«დასავლეთმა ბიძინას ზომა თეთრი ხალათის შეკერვა დაიწყო…»-ირაკლი ოქრუაშვილის გზავნილი ციხიდან

დატოვე კომენტარი