„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება, “რუსთავი 2″-ის ინფორმაციით ოპოზიცია ნიკა გვარამიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე განიხილავს.
„რუსთავი 2 ის ინფორმაცია, თითქოს არსებობდეს რაღაც ოპოზიციური ჩრდილოვანი კაბინეტის კონფიგურაცია, სადაც მე სუსის უფროსი ვარ, არის ბოდვა. მეტიც, ჩემი აზრით, ეს უწყება, რომელიც დღეს პოლიტიკური ჟანდარმერიაა, საერთოდ უნდა გაუქმდეს და მისი კომპეტენციები გადანაწილდეს სხვადასხვა უწყებებში”-წერს გვარამია.
