ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში 23 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს და გმობს ძალადობრივ შტურმს:
“ესტონეთი მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიის ოფისის ძალადობრივი შტურმით აღებას და პოლიტიკური სიტუაციის ესკალაციას თბილისში. მოვუწოდებთ მთავრობასა და ოპოზიციას თავშეკავებისა და პოლიტიკურ დიალოგში დაბრუნებისკენ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია მომავლისთვის სწორი გადაწყვეტილებების მიღება”, – აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
Estonia strongly condemns the violent storming of the opposition party office & escalation of the political situation in #Tbilisi GE🇬🇪I call on the Govt and the opposition to exercise restraint & return to political dialogue. It´s critical to make right decisions for the future!
— Estonian MFA 🇪🇪 (@MFAestonia) February 23, 2021