ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია 23 პირის დაპატიმრების შესახებ, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან რუსული დანაშაულებრივი ჯგუფების ფულის გათეთრებაში. გამოძიების თანახმად, გამოვლენილი ჯგუფის წევრებმა მოახერხეს ქვეყნის სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტში ღრმად შეღწევა.
გამოძიება ევროპოლის მონაწილეობით ჩატარდა, რომელიც ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო. გამოძიების თანახმად, ყოფილი სსრ კავშირის ტერიტორიაზე მოქმედმა ზოგიერთმა კრიმინალურმა ორგანიზაციამ გამოიყენა ესპანეთის ტერიტორია დანაშაულებრივი გზით შეძენილი კაპიტალის გასათეთრებლად.
გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ფულის გათეთრება ხდებოდა ძირითადად გასართობ ადგილებში, მათ შორის დისკოთეკებში, ღამის კლუბებში და რესტორნებში, აგრეთვე ესპანეთის სანაპიროებზე მდებარე უძრავ ქონებაში.
ესპანეთის ხელისუფლება ამ გამოძიებას უკვე უწოდა ყველაზე მასშტაბური ოპერაცია მაფიის წინააღმდეგ ბოლო 10 წლის განმავლობაში, დაკავებულთა მაღალი პოზიციისა და გავლენის გათვალისწინებით.
წყარო: BBC
