კრიმინალი

ესპანეთში საქართველოს 25 მოქალაქე დააკავეს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულებს შორის არის  საქართველოს 25 მოქალაქე, რომლებსაც ბრალად საცხოვრებელი ბინების ქურდობა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა ედებათ.

აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა:

„დაკავებულ საქართველოს 25 მოქალაქეს ბრალად ედება ესპანეთის სსკ-ის 237-ე, 570-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გულისხმობს ესპანეთის სამეფოს ტერიტორიაზე ჩადენილ ბინების ქურდობასა და კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას.

აღსანიშნავია, რომ დანაშაულის გამოვლენის, ზემოთ აღნიშნული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე, მათი კავშირების დადგენისა და ოპერაციის დაგეგმვის მიზნით, ბარსელონაში ჩატარებულ მასშტაბურ სპეცოპერაციას წინ უძღოდა ესპანეთის სამეფოს ეროვნული პოლიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ერთწლიანი ოპერატიულ-საგამოძიებო სამუშაოები ესპანეთსა და საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა“,- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ახალგაზრდა ქალზე ძალადობის ბრალდებით მისი ქმარი და მაზლი დააკავეს

თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის სკანირება დაიწყო

წყნეთში შვილმა მამა  ცივი იარაღით მოკლა

დატოვე კომენტარი