covid-19მსოფლიოში

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა შესაძლოა გახანგრძლივდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა პარლამენტს კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით მიმართა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ამის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება, თუმცა შეზღუდვები პანდემიის საბოლოოდ დასამარცხებლად არის საჭირო. პარლამენტი სანჩესის თხოვნას ოთხშაბათს განიხილავს. ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 14 მარტს გამოცხადდა და 21 ივნისამდე მოქმედებს. ქვეყანაში კორონავირუსის 233 ათას შემთხვევაზე მეტი დაფიქსირდა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 28 ათასს გადააჭარბა.

თამარ ქუთათელაძე

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

საპროტესტო აქცია სტამბოლში

მსოფლიოში კორონავირუსის უკვე მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა

3 ტელეარხს მაუწყებლობა აუკრაძელს უკრაინაში

დატოვე კომენტარი