ესპანეთში დააკავეს საქართველოს 9 მოქალაქე

0
107

ესპანეთში ქართველების წინააღმდეგ მორიგი სპეცოპერაცია ჩატარდა. სამოქალაქო გვარდიამ ალიკანტეში ქართული კრიმინალური დაჯგუფება გამოავლინა. სულ დაკავებულია საქართველოს 9 მოქალაქე.
ესპანური მედიიის ინფორმაციით, დაჯგუფებას ქართველი ძმები ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც ესპანეთში 2017 წლიდან ცხოვრობენ.
გამოძიების ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები წინასწარ უთვალთვალებდნენ სახლებს, შემდეგ კი ძარცვავდნენ. მხოლოდ ერთ ღამეში მათ 5 ბინის გაძარცვა მოახერხეს. სპეცოპერაციის დროს ამოღებულია, ნაძარცვი ძვირფასეულობა, დიდი ოდენობით ფული და საქართველოს პასპორტები.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ