მსოფლიოში

ესპანეთსა და პორტუგალიაში შტორმ „ელზას“ 8 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთსა და პორტუგალიაში შტორმ „ელზას“ 8 ადამიანი ემსხვერპლა. კერძოდ, ესპანეთში სტიქიას 6, პორტუგალიაში კი 2 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის როგორც ადგილობრივები, ასევე უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან. შტორმ „ელზას“ გამო ადიდდა მდინარეები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა შეფერხდა. პორტუგალიაში დედაქალაქ ლისაბონსა და სიდიდით მეორე ქალაქ პორტუს შორის სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდა. ესპანეთში, გალისიის პროვინციაში ელექტროენერგიის გარეშე 8 ათასი სახლი დარჩა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი კორონავირუსით გარდაიცვალა

ნავალნის მოწამვლა ბერლინსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობას-შტაინმაიერი

ეპიდსიტუაცია უკრაინაში

დატოვე კომენტარი