განცხადება/მიმართვაომი

ესპანეთი უკრაინას სამხედრო ტექნიკას გადასცემს – დიმიტრი კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, ესპანეთი უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ქვემეხებსა და ჭურვებს გადასცემს. ამის შესახებ კულებამ კიევში ესპანელ კოლეგასთან, ხოსე მანუელ ალბარესთან გამართულ საერთო ბრიფინგზე განაცხადა.

ძალიან მიხარია, რომ ახალი პაკეტი უკვე არის, ის უკვე უკრაინისკენ გზაშია და უახლოეს პერიოდში ჩვენი სახელმწიფო საკუთარ თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს. ეს მოხდება მაშინ, როდესაც მიიღებს Aspide საზენიტო-სარაკეტო კომპლექსსა და მის რაკეტებს, Hawk საჰაერო თავდაცვის ოთხ სისტემას, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებს, ქვემეხებსა და მათდამი ჭურვებს, ასევე სხვა სამხედრო აღჭურვილობას…
ეს სწორედ ისაა, რასაც ესპანეთს ვთხოვდით. ეს არის ის რაც ჩვენი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვაში დაგვეხმარება, – განაცხადა კულებამ.

Loading…

მსგავსი პოსტები

სააკაშვილის მიმართვა-უკრაინის პროკურატურამ საქმე აღძრა

დაძაბული ვითარების ფონზე დაიწყო მოლაპარაკება შს მინისტრსა და აქციის ერთერთ ორგანიზატორს შორის

Joni Kvaracxelia

“საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლის…სენი, რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს, საქართველოში არ არის”-ილია მეორე

დატოვე კომენტარი