განცხადება/მიმართვა

ესპანეთთან ახალ გადაწყვეტილებებს მივიღებ-სანიოლის განცხადება

“ეს არის ჩემი საქმის ერთ-ერთი ნაწილი, ვალდებულებაც, რომ გადაწყვეტილებები მივიღო. რასაც ვხედავ და ვგრძნობ, იმის მიხედვით ვიღებ გადაწყვეტილებებს. ამის გაკეთება ყოველთვის მარტივი არაა, მაგრამ ვცდილობ, ისეთი გადაწყევტილებები მივიღო, რაც გუნდისთვის კარგია და მიხარია, რომ ფეხბურთელებიც მპასუხობენ შესაბამისად. ხვალ ახალი მატჩია და იქნება გადაწყვეტილებები, ვნახოთ, ეს რას მოგვიტანს. გვაქვს დიდი თავდაჯერება, იმიტომ, რომ აბსოლუტურად არაფერი გვაქვს დასაკარგი, ჩვენ ევრო 2024 უკვე მოვიგეთ და ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთხელ გვაქვს ამ ტურნირზე თამაშის საშუალება,

ქართველი ფეხბურთელები ძალიან ემოციურები არიან და ჩვენს შორის კარგი ბალანსია. ჩვენი მენტალიტეტები ერთმანეთს კარგად ერწყმის და მუშაობას დაბალანსებულად ვახერხებთ“.

ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი ესპანეთთან შეხვედრამდე ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საუბრობს.

შეგახსენებთ, საქართველოსა ესპანეთის ნაკრების დაპირისპირება კიოლნში ხვალ თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი პოსტები

“დავუშვათ ,ადრე ცუდი ვიყავი, რატომ არ შეიძლებოდა ახლა კარგი გავმხდარიყავი?!”-ნიკა მელია

“გამოსავალი, ვფიქრობ არის იმაში, რომ აუცილებლად, ოპოზიციური კანდიდატი გახდეს საქართველოს პრეზიდენტი“ – მეუფე პეტრე

Joni Kvaracxelia

რამ გამოიწვია დიღომში აფეთქება?-“ყაზტრანსგაზი” განცხადებას ავრცელებს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი