განცხადება/მიმართვა

“ესაა ქართველი ხალხის ფეხზე დაკიდება…”-ნათელაშვილი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის 2020 წლის 31 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიენიჭა.

აღნიშნულ ფაქტს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა:

“ესაა ქართველი ხალხის ფეხზე დაკიდება.ამაშიც ჩვენგან მოპარული მილიონებია გადახდილი.ეტყობა საფრანგეთის პრეზიდენტს ცუდი მრჩევლები ყავს. თუმცა მთლად საკვირველიც არაა,სწორედ ასე აჯილდოვებდა პარიზი 90-იან წლებში ცენტრალური აფრიკის დიქტატორ– იმპერატორ ბოკასას,რომელიც ასევე მათი მოქალაქე იყო და რომელიც შემდგომში——- კაციჭამია გამოდგა პირდაპირი გაგებით. სანამ ასეთ ჩვენი ერისთვის შეურაცმყოფელ და ტირანის გადასარჩენ გადაწყვეტილებას მიიღებდა ,ბატონ მაკრონს ერჩივნა ეკითხა პუტინისათვის თუ რატომ არ სრულდება 2008 წლის ხელშეკრულება,დადებული საფრანგეთის შუამავლობით,საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით, რომლის შესრულებაზეც სწორედ პარიზია პასუხისმგებელი.”-აცხადებს ნათელაშვილი

Loading…

მსგავსი პოსტები

აშშ-მ და ევროკავშირმა საქართველოს მთავრობის ბედი გადაწყვიტეს – გიორგი ვაშაძე

“ვისაც რუსეთთან გაცხადებული აქვთ თანამშრომლობა, მათთან სალაპარაკოდაც არ დავჯდებით, იმიტომ რომ პუტინთან ლაპარაკს არ ვაპირებთ”-თაკო ჩარკვიანი

პუტინი: „თეორიულად მთელი უკრაინა ჩვენი არის“ — კრემლი სუმის რეგიონსაც უმიზნებს

დატოვე კომენტარი