სოცქსელი

“ესაა უიაფესი პოპულუზმი და რწმენის გაუფასურება…ზიანს აყენებენ ქრისტეს მოძღვრების გავრცელებას”-დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე პრემიერ მამუკა ბახტაძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით  12 მაისს საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე აღინიშნება.

“ეს ძალიან ცუდია!
რაც უფრო მეტ ასეთ სახელებს დავირქმევთ და დავაკანონებთ, მით უფრო მწარედ მოვიხიბლებით და დავიჯერებთ, რომ ქრისტიანულად ვცხოვრობთ და რეალურად უფრო და უფრო დავშორდებით ნამდვილ ქრისტიანობას.
ესაა უიაფესი პოპულუზმი და რწმენის გაუფასურება. ვერც სახელმწიფოს და ვერც ეკლესიის მესვეურნი ვერ აცნობიერებენ, რამხელა ზიანს აყენებენ ამგვარი აქტებით ქრისტეს მოძღვრების გავრცელებას.

ღვთისმშობლის მიმართ წილხვდომილობის თუ გვწამს, ეს უნდა იყოს ყველაზე შინაგანი, დაფარული, პირადი და საიდუმლო რწმენა თითოეულ ჩვენთაგანში და ამას არ უნდა ჭირდებოდეს კალენდარში პროკლამირება.
ვერაფერი ასწავლა ისტორიამ ზოგიერთებს.”-წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

რატომ არ შეუშვეს ზურაბ ჯაფარიძე ბათუმის უნივერსიტეტში? (ვიდეო)

“ქვეყანა უკვე რუსეთის ქოცშია , ბესელიამ გამოუშვა რუსეთის ჯაშუშები, ტერორისტები , პედოფილები, ნარკოდილერები და მკვლელები…”-გოცირიძე

“თუ ასე გაგრძელდა უბედურება აუცილებლად მოგიკაკუნებთ კარებზე..!”-ნებიერიძე

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი