«ეროვნული ერთობის» წევრი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს

0
347

არსებული ინფორმაციით შსს-ს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, საქართველოს ეროვნული ერთობის» წევრი, 1986 წელს დაბადებული გ.ჭ. დააკავეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ს განცხადებაში აღნიშნულია:

«მიმდინარე წლის 31 აგვისტოს სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა საქართველოს ეროვნული ერთობის გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები,» — ნათქვამია განცხადებაში.

ფაქტები.ჯი

 

 

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ