ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა სოფელ აძვის მოსახლეობა გააფრთხილა, რომ გიორგობის დღესასწაული მათ ტაძარში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს, არ აღინიშნება. მრევლი იძულებული გახდა სადღესასწაულო მსახურება უნათის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაესწროს, რომელსაც ატენის და გორის ეპარქიის წინამძღვარი მიტროპოლიტი ანდრია აღავლენს. მეუფე სოფელ აძვში ჩავა, თუმცა პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად ტაძარში გადასვლას აღარ შეეცდება.
next post