,,ერთმორწმუნე” რუსეთის გაკვეთილები

0
323

ზნეობას იცავს ადამიანის საყოველთაო დეკლარაციაც რომელიც აღიარებულია საერთაშორისო აქტად. ასე რომ უპირველეს ყოვლისა სახელმწიფომ უნდა დაიცვას წესრიგი და ზნეობაც. სახელმწიფოში სადაც კანონი  და სამართალი არ არსებობს ის სახელმწიფო ფაქტობრივად არ არსებობს. როგორც ვხდებით რუსეთის და ივანიშვილის მიერ მართულმა პროცესებმა მას შემდეგ მიიღო აგრესიული და ქაოსური ფორმები რაც მისი ოლიგარქიული მმართველობის სისუსტის საფრთხის ნიშნებმა იჩინა თავი, როგორც მისი პარტიის ნაწილობრივმა დაშლამ და უნდობლობამ, ასევე მის მიმართ მოსახლეობის მხრიდან წამოსულმა აგრესიამ და მოახლოებულმა საპარლამენტო არჩევნების შიშმა, ასევე უკრაინაში და მოლდოვაში ოლიგარქის დამარცხების პრეცედენტმა. რაც ერთგვარ წინაპირობას ქმნის საქართველოს სივრცეშიც. მაშასადამე  წინ კიდევ არის მოსალოდნელი, მართული პროცესები სხვადასხვა მიმართულებით. ვასაძე ამ თამაშში ერთერთი უმნიშვნელო მართული  ფიგურაა სადაც ზევიდან გათვლილად მიმდინარეობს სწორი აქცენტებით ორივე დაპირისპირებული მხარის გამოყენება საქართველოში ქაოსის შემოსატანად. რათა გადაფაროს ამ მოვლენებმა სიღარიბე, შიმშილი, კორუფცია, ნეპოტიზმი, ივანიშვილის მიერ მართული სახელისუფლო რგოლის უუნარობა, შეაჩეროს და ააცდინოს მიმართულ კურსს სახელმწიფოს სტრატეგიული გეგმები. ქვეყანაში უფრო დაამკვიდროს ამერიკის და ევროპის მიმართ ზიზღი და ,,ერთმორწმუნე’’ რუსეთის მიმართ სიმპატია. რუსეთი მუდამ იყენებდა სარწმუნოებას თავისი ინტერესების განსახორციელებლად ყველგან, რაც მის ხელში მთავარი იარაღი იყო.

რაც შეეხება კერძოდ ამ ცალკეულ შემთხვევას დავიწყებ იქიდან, რომ პირველ რიგში  კანონის და სამართლის გარეშე არ არსებობს სახელმწიფო. სახელმწიფოში კი  კონსტიტუცია უზენაესი კანონია, რომელიც ძირითად სახელმძღვანელოს წარმოადგენს, როგორც პიროვნების, ისე ნებისმიერი დემოკრატიული ხელისუფლებისათვის. სადაც უზრუნველყოფილია ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. ნებისმიერი საკითხი კი უნდა გადაწყდეს კონსტიტუციით, კანონისა და სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს სამართლებრივ ჩარჩოში როგორც ერთი მხარის ასევე მეორე მხარის უფლებები. ამაში მდგომარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს არსი. ძალადობა გაუმართლებელია, როგორც სამართლებრივად ასევე ქრისტიანული სწავლებებითაც. გარდა ძალადობისა, არსებობს საკითხის გადაწყვეტის სამართლებრივი მიმართულებები. მაგრამ ეს არავის არ აინტერესებს. არცერთ ქყვეყანაში ძალადობის ზემოქმედებით და მუქარით არ მიუღიათ არცერთი კანონი და არ გადაწყვეტილა პრობლემა. მხოლოდ განათლებით, სამართალმცოდნე ადამიანების ხარჯზე აშენებულა სახელმწიფო და დაწერილა კანონები. მისულან გარკვეულ სამართლებრივ ურთიერთ შეთანხმებაზე და იმ გამოუვალი სიტუაციიდან რასაც ზოგჯერ არ იძლეოდა მოქმედი კანონმდებლობა, უნახავთ გამოსავალიც სამართლებრივ ჩარჩოში. რაც შეეხება სამღვდელოების ზოგიერთ ნაწილს  აქაც დაახლოებით ასეა, რადგან ქრისტიანობა უაღრესად წიგნიერ რელიგიად მოიაზრება და მოიხსენიება ყველგან. ქრისტიანობა  წიგნით და ცოდნით, განათლებით შემოვიდა ჩვენში და ძალადობაზე ზემოთ მუდამ ცოდნა და განათლება იდგა და დგას. ამ ერთერთ პრინციპებზე დგას სახელმწიფო, კანონი და სამართალი. ქრისტიანობა. ხოლო რუსეთის მსტოვრებს ისტორია მიუჩენს თავის ადგილს.

რაც შეეხება სამართლებრივ გზებს, არსებობს ისინიც. კანონებს კანონებით უნდა მიუდგეთ და არა ძალადობით.

საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ

მუხლი 19.  

  1. თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი აზრის შეუფერხებლად გამოხატვის უფლება;
  2. თითოეულ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყოველგვარი ინფორმაცია ზეპირად, წერილობით ან პრესის და გამოხატვის მხატვრული საშუალებებით ან საკუთარი არჩევანით სხვა საშუალებებით.
  3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ მოვალეობასა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. ამიტომ, იგი შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც დადგენილია კანონით და აუცილებელია:

ა) სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის დასაცავად;

ბ) სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობის დასაცავად.

მუხლი 21 . მშვიდობიანი შეკრებების უფლება აღიარებულია. ამ უფლებით სარგებლობას შეიძლება დაუწესდეს მხოლოდ ისეთი შეზღუდვები, რომლებიც შეესაბამება კანონს და საჭიროა დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო, თუ საზოგადოებრივი უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობის ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ;

მუხლი 2. დისკრიმინაციის ცნება. დისკრიმინაციის აკრძალვა;

  1. საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.
  2. პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

მუხლი 5. ამ კანონის ინტერპრეტაციის წესი და ფარგლები;

  1. ამ კანონის არცერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ იგი გულისხმობდეს რელიგიური გაერთიანებისათვის რელიგიის თავისუფლებიდან გამომდინარე უფლებების (მათ შორის, რელიგიური მსახურების უფლების) შეზღუდვას, იმ პირობით, რომ ამ უფლებებით სარგებლობა არ ხელყოფს საჯარო წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და სხვათა უფლებებს.

როგორც ხედავთ ამ მუხლებში შეზღუდვის გარკვეული მექანიზმიც თავისთავად  დევს ზნეობის და სხვათა უფლებების დასაცავად, რაც უნდა იყოს განხილვის საგნად. ზნებოა  არის იმ წესების, ნორმების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებას და ყოფაქცევას ამა თუ იმ საზოგადოებაში, ამ ნორმების შესაბამის ქცევას და სულიერ თვისებებს ადამიანისა. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაც მხარს უმაგრებს ადამიანის უფლებათა ასეთი სახით შენარჩუნებას.

მუხლი 29.

1.ყოველ ადამიანს აქვს მოვალეობანი საზოგადოების წინაშე, რადგან მხოლოდ საზოგადოებაშია შესაძლებელი მისი პიროვნების თავისუფალი და სრული განვითარება;

  1. უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებებისას შეზღუდვის ქვეშ მოიაზრება ის საზღვრები, რომლებიც აუცილებელია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სხვების უფლებათა ჯეროვანი აღიარება და პატივისცემა და დაკმაყოფილდეს ზნეობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და საერთო კეთილდღეობის სამართლიანი მოთხოვნები დემოკრატიულ საზოგადოებაში;
  2. დაუშვებელია, რომ ამ უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელება ეწინააღმდეგებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებსა და პრინციპებს;

ლევან ვასაძის  ქმედება კი შეიცავდა უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა, ასეთ ფორმირებაში გაწევრება, მონაწილეობას და ასევე  მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ. მუხლი 223. და   მუხლი 317.

მუხლი 223. უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა, ასეთ ფორმირებაში გაწევრება, მონაწილეობა

ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვა საქმიანობის განხორციელება:

  1. უკანონო ფორმირების (ლაშქრის, გაერთიანების, რაზმის ან სხვა ჯგუფის) შექმნა ან ხელმძღვანელობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.

მუხლი 317. მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, ანდა ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე, ამავე მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდება, –ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. აღნიშული გულისხმობს   ძალადობის პროპაგანდას, რაც აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.

ჯერჯერობით გამოძიება მხოლოდ 223 – მუხლით დაიწყო და დიდი ალბათობით გამოძიება მხოლოდ გამოძიებად დარჩება.

 

ალბერტ ჭანია, იურისტი სამართალმცოდნე

ფაქტები.ჯი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ