ანალიტიკაპუბლიკაციები

ერთი ფრაზის ამოყირავებული კონტექსტი და წლობით მოტყუებული საზოგადოება

ერთი ფრაზის ამოყირავებული კონტექსტი და წლობით მოტყუებული საზოგადოება.
აბა კარგად გაიხსენეთ პატრიოტებმა რას აბრალებდით ობამას?
ობამამ თქვა:
საქართველო აღარ უნდა იყოს რუსეთ ამერიკის განხილვის საგანიო.
ჰოდა რას გიყვებიან ამაზე და თქვენ რა გგონიათ ეს წლები?
რას ნიშნავს ეს ფრაზა?
გგონიათ რომ საქართველო გაქრა დასავლეთის რადარებიდან რასაც ყოველ მეორე სიტყვაში გიმეორებენ პოლიტიკოსები?
ოღონდ უკუღმა რომ არის?
სინამდვილეში კი არ გაქრა სწორედ რომ გადაინაცვლა დასავლეთის მხარეზე და ობამამ ეს თქვა იგივე კონტექსტით როგორც სსრკ-ს დაშლისას ბალტიისპირეთის ქვეყნების ბედი აღარ ექვემდებარებოდა მოსკოვთან განხილვასაც კი.
ანუ ობამამ მკაფიოდ და გასაგებად უთხრა მოსკოვს
საქართველო შენი არ არის და არც აღარასოდეს იქნებაო.
ვისაც არ გჯერათ ცივი წყალი მოიმარაგეთ.
პროექტით «მეტი ნატო საქართველოში» საქართველო გახდა დე-ფაქტო ნატო-ს წევრი ქვეყანა.
2015 წლიდან ვართ ნატოს ტერიტორია.
ნატოს ბაზა როცა გაქვს ქვეყანაში ამერიკული ბაზა აღარ არის საჭირო.
ვერ მოვთვლი რამდენჯერ მაქვს ეს ნათქვამი, მაგრამ მაზოხისტურ ფატალისტური აზრებით, ტროლ ბოტებით და მძლავრი პროპაგანდით გაჟთენთილ სივრცეში ყველა ტელეარხიდან, ერთეულებს თუ გჯერათ.
იანუკოვიჩის უკრაინა ჯერ არ იყო მზად იგივე სტატუსი რომ მიეღო, ამით ისარგებლა მოსკოვმა და «ვაენტორგში» ნაყიდი იარაღით მწვანე კაცუნები შეასია დონეცკ — ლუგანსკ — ყირიმს.
ჰილარი რომ გამხდარიყო პრეზიდენტი მწვანე კაცუნების საკითხიც ყოველგვარი ომების გარეშე დიპლომატიურად მოგვარდებოდა და უკრაინის მიწები გათავისუფლდებოდა.
მეტიც, პირიდან მიწისა აღიგვებოდა ეს იმპერია, სწორედ ამ დაპირებით მოდიოდა ჰილარი. ეს კი იმიტომ რომ ყველაფერი იყო მზად ამისთვის.
მოსკოვს ობამამ არ დაუტოვა არც ერთი მოკავშირე. არც ერთი!!!
მოაშორა ჩინეთიც და ირანიც კი. რომელიც ნახევარი საუკუნე იყო დაბლოკილი დასავლეთის მიერ.
მოსკოვი იყო სრულად გარიყული და აღარ შესწევდა ომის წარმოების ძალა.
პუტინს მთელი მსოფლიო ეძახდა «ხუილოს».
მაგრამ თეთრ სახლში მეგარესპებმა მოსკოვის ოლიგარქიასთან ერთად გაათრიეს ტრამპი, რომელმაც მოკავშირეები მიუბრუნა მოსკოვს.
ჩინეთი თქვენი მტერიაო ხომ გვიყვიროდა პომპეო?
ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლით აითოლების ანტიდასავლური რეჟიმი გაძლიერდა და თავისთავად მოსკოვს ჩაეხუტნენ.
გაძლიერდა ანტიდასავლური ოცნებაც და სულაც კონსტიტუციური უმრავლესობა მიიღო.
ტრამპმა არია მდგომარეობა ევროპაში, ანგრევდა ნატოს და ახალი გეოპოლიტიკური ფორმატით 3+3 გვაბრუნებდა მოსკოვის სამფლობელოში.
ამ ფორმატს ლავროვი არ ივიწყებს.
უკრაინას კი მინსკის ფორმატით.
მაგრამ ობამას დროს დაწყებული ბრექსითი შედგა და დაიწყო ახალი წესრიგი სახელად აბრეშუმის გზა.
ამჯერად სწორედ ტრამპის დიდი მავნებლობების გამოსწორება უწევს ბაიდენს. ჩინეთის და ირანის განეიტრალებას უფრო დიდი ძალისხმევა სჭირდება.
მეგარესპები კისინჯერის თამადობით არ ნებდებიან და დიდი პიარ კამპანია აქვთ წამოწყებული ომის დამთავრებაზე, რაც მოსკოვის სასარგებლოდ იქნება.
ჩინეთის ლიდერიც დიდი ალბათობით ომის დამთავრების და ზავის დადების მოთხოვნას დააყენებს, ბერლუსკონიმ ეს უკვე თქვა.
დემოკრატიული ადმინისტრაცია ბრიტანეთი და უპრეცედენტოდ გაერთიანებული დასავლეთი ამას არ დაუშვებს, უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს და უკრაინის ბედიც მოსკოვთან დასავლეთის განხილვის საგანი აღარასოდეს იქნება.
საქართველოს თემა კი მოსკოვის განსახილველი უკვე დიდი ხანია აღარ არის, რაც არ უნდა იბჟუტუროს მეოცნებე რეჟიმმა.
რაის გუბერნია? და რაის რუსეთი?
იმ იმპერიას მიხედავენ უჩვენოდაც,
არ არის ჩვენი წონითი კატეგორია.
მიუხედავად ყველაფრისა გასული ვართ მოსკოვის მომსახურების ზონიდან და ერთადერთი რაც გვევალება ეკონომიკური დამოკიდებულება უნდა გავწყვიტოთ და აუცილებელია ნატოს სტანდარტების დემოკრატიული რეფორმების გატარება.
ეს კი არსებული პოლიტიკური კლასის ვალდებულებაა, პარლამენტმა უნდა მიიღოს საჭირო კანონები.
ამიტომ პასუხი მოთხოვეთ პოლიტიკოსებს თუ რატომ არ ასრულებენ საშინაო დავალებას.
აღარ უნდა მიხვდეთ ბოლოსდაბოლოს რომ სწორედ დემოკრატების პოლიტიკა გვეხმარება თავისუფლების მოპოვებაში ჩვენც და უკრაინასაც?
ბაიდენი კიევში არის გამანადგურებელი, მომაკვდინებელი დარტყმა მოსკოვისთვის.
თქვენ კი როდემდე უნდა ატყუებინოთ თავი ერთი და იგივე მემარჯვენე დემაგოგებს?
უმთავრესი რეფორმა რისი გაკეთებაც ძალიან არ უნდა მემარჯვენე ოპოზიციას და მითუმეტეს ოცნებას არის საბაზრო ეკონომიკა, საფონდო ბაზრის დამოუკიდებლობის აღდგენა.
სწორედ ამას მოითხოვდა ობამას ადმინისტრაცია მაშინაც, ეს ზოგადად არის კიდევაც დემოკრატების უმთავრესი მიზანი.
მხოლოდ თავისუფალი ბაზრის ქვეყნები არიან დემოკრატიული.
მაგრამ ლიბერტარინელებად წოდებულებმა ჩაატარეს დემოკრატების პოლიტიკის მძლავრი ანტიპიარი, ან ვინ შეუშლიდა ხელს ყველა ტელევიზია მათია და შედეგად არ აღადგინეს საფონდო ბაზრის დამოუკიდებლობა როცა მსოფლიო კრიზისი დასრულდა.
არ შეასრულა ნაცმოძრაობის უმრავლესობის პარლამენტმა მთავარი მოთხოვნა რაც ოლიგარქიის არსებობას მოსპობდა.
შედეგად ღატაკი ქვეყანა იყიდა ბიძინამ და შავი ბაზრის ავტოკრატიის ტყვეობაში ვართ ახლაც.
უშიშროების საბჭოს მდივანი ბოკერია სწორედ ამიტომ არ შეხვდა დემონსტრაციულად ობამას მოქმედ ადმინისტრაციას და გამართა შეხვედრები რესპუბლიკელ ლიდერებთან, ახლა რომ გიკვირთ მისი «საქმენი საგმირონი».
არ გვყავს დემოკრატების საყრდენი ლიბერალური პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, მაგრამ ამის მიუხედავად ქართული სახელმწიფოს მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნება ყოვლად გამორიცხულია.
გეოპოლიტიკურად გადაწყვეტილი ამბავია.
ბაიდენის კიევში ვიზიტის მესიჯი ვინც ვერ გაიგონა თავს დააბრალოს.
სულ ხაინდრავა, მოროშკინა, ზარქუა, ბოკერიებს შეეკითხებიან რა.

თეიმურაზ ზაქრაძე, დამოუკიდებელი ანალიტიკოსი

Loading…

მსგავსი პოსტები

სადეზინფექციო საშუალება — აუცილებლობა და ფასები

Joni Kvaracxelia

«კარტოგრაფების დროებით განთავისუფლებით ივანიშვილი უმაგრებს პოზიციებს მის სატელიტს, ელისაშვილს რათა ისე შეიყვანოს პარლამენტში»

Joni Kvaracxelia

«ვინც გეუბნებათ რომ საქართველო პატარა სოფელია — გატყუებენ»

დატოვე კომენტარი