განცხადებებისოცქსელი

«ერთი რამ კარგად მინდა გაითავისოთ!!!!»-ზაზა სარალიძე მიხეილ კალანდიას ადვოკატს მიმართავს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებას გამოეხმაურა.

«საბჭოთა გადმონაშთის მიხედვით რომ ვიმსჯელოთ ძალიან კარგად მოგეხსენებათ პატივცემულო უფლება დამცველო თუ როგორც გასამართლდებოდა თითოეული მონაწილე ორი არასრულწლოვნის განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი დაგეგმვით და შეცნობით მკვლელობისთვის!!!
მაგრამ მათდა საბედნიეროდ დღეს 21 საუკუნეა და სამართლის აღგდგენის ცივილური მეთოდები არსებობს!!!!!
ერთი რამ კარგად მინდა გაითავისოთ!!!!
ა.ს.-სა და მიხეილ კალანდიას მიერ შეკრებილი ე.წ. სასტავის, ე.წ. ბაზარზე სადისტურად იქნა მოკლული ორი არასრულწლოვანი,რომელშიც თავად იღებდა მონაწილეობას თქვენი დაცვისქვეშ მყოფი!!!!
დანარჩენს სასამართლოს მოვახსენებ!!!!»-წერს ზაზა სარალიძე.

შეგახსენებთ, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს, მისი ადვოკატი კი კალანდიას გათავისუფლებას ითხოვს.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«ეს მარტო ავადმყოფი არაა, არამედ სრულიად კონკრეტულ დავალებას ასრულებს…რას ვიფიქრებდი…»-სააკაშვილი ზურაბიშვილზე

ვინ წაიყვანს «ვანოს შოუს» «რუსთავი2» — ზე?

«ყველას ერთად უნდა ვაჩვენოთ სეირი და გამოვუცხადოთ სრული ინფორმაციული უნდობლობა»-ვის მიმართავს ნათელაშვილი?

roma sajaia

დატოვე კომენტარი