უკრაინაში რეფორმების ხელმძღვანელი და საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს არჩევნებში ქართული ოპოზიციის ტაქტიკის რეფორმირებაზეც ფიქრობს. მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს ოპოზიციას, რომ შექმნან ერთიანი საარჩევნო სია. ამ ფაქტს დადებითად გამოეხმაურა გუბაზ სანიკიძე- ერთი დიდი სიით და დიდი «ფრონტით» შეიძლება “ქართული ოცნების” დამარცხება «ყოველთვის ერთი დიდი სიის და დიდი «ფრონტის», დიდი მოძრაობის მომხრე ვიყავი. როცა ვამბობთ ერთიანობას, ერთიანობა უნდა იყოს მთლიანი და არა სანახევრო. თუ საერთო საარჩევნო სია იქნება, რა თქმა უნდა, მაშინ საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმებაც შეიძლება და ერთი დიდი «ფრონტით» შეიძლება “ქართული ოცნების” დამარცხება. მე მთელი გულით და სულით მხარს დავუჭერდი ამას, რომ ერთი დიდი სია გაკეთდეს”.-განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
«ერთი დიდი სიით და დიდი ფრონტით შეიძლება ქართული ოცნების დამარცხება»-გუბაზ სანიკიძე
Loading…