covid-19

«ერთი და იგივე როგორ არის 4 000 გარდაცვლილი გვეყოლებოდა თუ 8 000, ან 12 000?! არ მესმის…»-ცერცვაძე

«მინდა, მოსახლეობამ იცოდეს, რომ დღეს, მსოფლიოში ახალი შემთხვევების აბსოლუტური რეკორდი დაფიქსირდა – 585 000 შემთხვევა. ამ მხრივ, საქართველოში ჯერ არ არის ასეთი კატასტროფული მდგომარეობა. ჩვენ გვაქვს მესამე ტალღის დასაწყისი…

ჩვენთან, ყოველდღე, ათის ფარგლებშია გარდაცვალების მაჩვენებელი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რა ხდება ევროპასა და ამერიკაში, ეს რეკორდულად დაბალი რიცხვია. ყოველი 100 დაავადებულიდან ერთი ადამიანი ჩვენთან კვდება, თორემ ევროპის და ამერიკის ქვეყნებში, როგორც წესი, ორი, ან სამი ადამიანი კვდება. მოდით, ამას ნუ დავუკარგავთ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას და ჩვენს ექიმებს. ზოგჯერ, ამას ისე აგდებით მოიხსენიებენ, თითქოს, არაფერი არ არის. არადა, როგორ არ არის?! ერთი და იგივე როგორ არის, წელიწადნახევრის მანძილზე 4 000 გარდაცვლილი გვეყოლებოდა თუ 8 000, ან 12 000?! არ მესმის, რატომ არ უნდა ითქვას ამის შესახებ და რატომ არ უნდა აღინიშნოს ჯანდაცვის სისტემის და კლინიკსისტემის დამსახურება?»-განაცხადა ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში.

Loading…

მსგავსი პოსტები

1872 ახალი კოვიდინფიცირებული

რამდენიმე დღეში კლინიკიდან გაწერენ კახი კავსაძეს

პენიტენციური სისტემის თანამშრომლები კვირაში ერთხელ გაივლიან PCR ტესტირებას

დატოვე კომენტარი