მსოფლიოს ყველაზე თანამედროვე გემმა, სტელსის (უჩინმაჩინის) ტექნოლოგიით აგებულმა ამერიკულმა სამხედრო ნაღმმზიდმა «Zumwalt» ატლანტის ოკეანეში გამოცდების ჩაბარება დაიწყო.
გარადა იმისა, რომ უჩევულო ფორმა აქვს, მასში ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებია თავმოყრილი. იგი თვითონ ახდენს საწვავის სინთეზს ზღვის წყლისგან, გააჩნია რელსოტრონები და ლაზერული ქვემეხები; რადარები, ანტენები და გვერდითი ღობეებიც კი სპეციალურ ნიშებში იმალება. საერთო ჯამში, ინჟინრებმა შეძლეს ის, რომ 183 მ სიგრძისა და 14 300 ტონა წყალწყვის გემი რადარზე სათევზაო ხომალდივით გამოიყურება.
ყველაზე ნოვატორული, რაც არის ამ გემში, მისი ენერგოსისტემაა. მისი ორი აირტურბინა 78 მგვტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ხოლო 20 კვანძის სიჩქარით მოძრაობის დროს მას დმატებით 58 მგვტ ენერგიის გამომუშავება შეუძლია.
გემი აღჭურვილია ტომაჰავკის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გამშვები 20 მაღაროთი და ორი 155 მმ-იანი ავტომატური ქვემეხით AGS. მათი სროლის სიხშირეა 10 გასროლა წუთში; ჭურვს გააჩნია რეაქტიული ძრავა, რაც 200 კმ მანძილზე სროლის საშუალებას იძლევა. ჭურვის სიჩქარე 825 მ/წმ-ს შეადგენს, რაც ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების მიერ მის აღმოჩენას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.
ცეცხლის სიზუსტეზე პასუხისმგებელია სამი უპილოტო ვერტმფრენი MQ-8 Fire Scout. მათ შეუძლიათ, საათობით შეუმჩნევლად ეკიდონ მიზნის ზემოთ და პირდაპის გადასცენ გამოსახულებები გემბანზე. ასევე, ისინი ლაზერით ანათებენ მიზანს, რაც ჭკვიანი ჭურვის მიზანში მოხვედრის 100 პროცენტიან გარანტიას იძლევა. თავდაცვის მიზნით Zumwalt აღჭურვილია გემსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტებითა და ქვემეხებით და შეუძლია სპეცდანიშნულების რაზმების მცირე ჯგუფების გადაყვანა.
ასეთი ხომალდის ანალოგი მსოფლიოში ჯერ არავის გააჩნია, თიმცა ეს არც არის გასაკვირი – მისი მშენებლობა ხომ 4,3 მილიარდი დოლარი დაუჯდა აშშ-ს მთავრობას.
წყარო:solderoffortune