ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საპარალამენტო ბლოკი შექმნა

0
206

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საპარალამენტო ბლოკი შექმნა. ბლოკში 5 ოპოზიციური პარტია ერთიანდება – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, ევროპული დემოკრატები, პროგრესი და თავისუფლება და სახელმწიფო ხალხისთვის. ბლოკი 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებზე “ძალა ერთობაშიას” სახელით იბრძოლებს. ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, გაერთიანება საერთო ღირებულებებისა და იდეოლოგიის საფუძველზე ჩამოყალიბდა. “2018 წელს, როდესაც შეიქმნა გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია, ეს ოპოზიციური გაერთიანება ჩამოყალიბდა, ღირებულებების და საერთო იდეოლოგიის საფუძველზე. საერთო იდეოლოგია და ღირებულებები იყო, უპირობო პროდასავლურობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა და ადამიანის პირობების უპირობო დაცვა. სწორედ ამან მოუტანა 2018 წელს წარმატება, ჩვენ გაერთიანებას და თქვენ გახსოვთ რა გაყალბებაზე მოუწია ხელისუფლებას წასვლა, რომ თავისი სასურველი კანდიდატი ათონელზე შეეტანა. რაც შეეხება დღევანდელ პარტიებს, რომლებიც შემოგვიერთდნენ, მოლაპარაკებების შედეგად აღმოჩნდა, რომ მათაც ის მიზნები აქვთ, რაც ჰქონდათ იმ პარტიებს, რომლებიც 2018 წლიდან იყვნენ პარტიაში”.-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი წევრის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაზე მეტად “უშლის ნერვებს” ბიძინა ივანიშვილს. მისივე თქმით, დღეს ხელისუფლება ვერ შეიცვლება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარეშე, თუმცა მხოლოდ მათი აქტიურობაც ვერ იქნება საკმარისი. შეგახსენებთ რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობისთვის 66 პარტია დარეგისტრირდა.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ