სხვადასხვა

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.
საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.

საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაცია 08:00 საათზე, ხოლო გამოცდა 09:00 საათზე დაიწყო. აბიტურიენტებმა რეგისტრაციის პროცესი დისტანციის დაცვით გაიარეს. ცენტრებში შესვლამდე მათ ჩაუტარდათ თერმოსკრინინგი. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელ აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს. მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ თითოეული მათგანი გამოცდებს თავს წარმატებით გაართმევს, რადგან გამორჩეულმა თაობამ უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლიათ გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდნენ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

კრემლის ფორუმზე დარეგისტრირებული ქართველი ჟურნალისტები და ექსპერტები

ხაშურში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენი ჩაერთვება

გრძელდება საერთაშორისო ფესტივალი „შემოდგომის რიტმები“

დატოვე კომენტარი