განცხადება/მიმართვა

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო-იხილეთ დეტალურად

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყო და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

მონაწილეებმა რეგისტრაცია ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge უნდა გაიარონ.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.

რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეცპირობა. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 7 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ.

იხილეთ დეტალურად ოფიციალურ ბმულზე: naec.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

“ამას ვერ წარმოვიდგენდი… ღმერთო, რა ხდება ჩვენს თავს”-ირმა სოხაძე სკანდალურ ჩანაწერებზე

“ეგ იარაღი რომლის აღებისკენ მოუწოდებ მთლად იქ არ აღმოგაჩნდეს სადაც მოგეწონებოდა “მეუფე”-სააკაშვილი მეუფე იაკობს პასუხობს

roma sajaia

“რა უნდათ პარლამენტში?”-ზარქუა “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართავს

roma sajaia

დატოვე კომენტარი