ანალიტიკაპუბლიკაციები

ერთადერთი თხოვნა აქვთ – ”ღირსეულად დახვდით ქართველი ჯარისკაცების ცხედრებს და არასდროს შეწყვიტოთ ბრძოლა”

არასრულ 2 დღეში 6 ქართული ოჯახი შავებში შემოსა ოკუპანტმა. 24 თებერვლიდან 33 (1. დავით რატიანი
2. გია ბერიაშვილი
3. ბახვა ჩიქობავა
4. დავით გობეჯიშვილი
5. დავით მენაბდიშვილი
6. ნიკოლოზ შანავა
7. არკადი კასრაძე
8. ალიკა ცაავა
9. ზაზა ბიწაძე
10. ვიტალი ორბელაძე
11. ტატო ბიგვავა
12. რატი შურღაია
13. გიორგი გრიგოლია
14. კირილ შანავა
15. დანიელ გერლიანი
16. ალუდა ზვიადაური
17. კახა გოგოლი
18. ბერდია ჯოხაძე
19. გელა გოგია
20. ედიშერ კვარაცხელია
21. მიხეილ ყაფლანიშვილი
22. ალექსანდრე მარტიაშვილი
23. გურგენ გაგნიძე
24. ლევან სახელაშვილი
25. თემურ მაჭარაშვილი
26. ერნესტ მაჭარაშვილი
27. კონსტანტინე ქურსუა
28. ჯამბულათ ხოფერია
29. ავთო რურუა
30. რომეო კვარაცხელია
31. რომეო ფიჩხაია
32. მერაბ ალადაშვილი
33. ბადრი მარკელია

დიდება გმირებს )

2014 წლიდან 45 ქართველს გადააფარეს თავისუფლების დროშა.

რამდენიმე დღეში 6 ქართველი გმირის ცხედარს ჩამოასვენებენ ”მშვიდობის ქალაქში.” ჩვენ? ჩვენ მინიმუმიც ვერ მოვახერხეთ-ძმათა სასაფლაოზეც კი ვერ დავკრძალავთ, რადგან ასე გადაწყვიტეს ”მშვიდობის ქალაქის” ავტორებმა, რომლებმაც ეს სამაგალითო ადამიანები კრემლთან ერთად კრიმინალებად გამოაცხადეს და 10 წელია დევნიან. ომი გინდათო, უსისხლო, უემოციო, მოღლატე ნაბიჭვრების ხროვა აბრალებს ადამიანებს, რომლებმაც საქართველოსთვის ყველა ომში შვილი, მამა, ქმარი, ძმაკაცი დაკარგეს, საკუთარი ჯანმრთელობა და ფსიქიკა შესწირეს იმას, რომ ხვალ მათი, თქვენი, ჩვენი პატარა შვილები, დები და ძმები არ გააუპატიურონ და არ აწამონ. აბრალებენ მათ, ვისი ოჯახის წევრებიც ახლა უკრაინაში იცავენ საქართველოს თავისუფლებას და არ იციან კიდევ ოდესმე თუ შეძლებენ მათი ხმის გაგებას.
ერთი გასაუბრებაც კი საკმარისია უკრაინაში მყოფ ქართველ მებრძოლებთან და მიხვდებით, რომ თქვენში რაღაც ელვის სისწრაფით იცვლება. ერთადერთი თხოვნა აქვთ-”ღირსეულად დახვდით ქართველი ჯარისკაცების ცხედრებს და არასდროს შეწყვიტოთ ბრძოლა”. ჭურვების წვიმიდან გამოსულები კიდევ აქეთ განუგეშებენ და მოტივაციას გმატებენ-”ყველაფერი კარგად იქნება, საქართველოშიც და უკრაინაშიც! მალე ერთად გავიმაჯრვებთ! რამე ხომ არ გჭირდება?” სამშობლოდან გაგზავნილი საქართველოს დროშა და ასეთი ”შევრონი” არის ერთადერთი რაც ყველგან თან დააქვთ. უკრაინელებსაც კი ქართულ დროშიანი ”შევრონები” უკეთიათ, როგორც სიმამაცის, ძმობისა და თავდადების სიმბოლო.
ალბათ ამასაც მხოლოდ ისევ ჩემთვის და ჩემიანებისთვის ვწერ, რადგან ოლიგარქის პაიკებთან ლაპარაკს აზრი არ აქვს-არც დროშებს დაუშვებენ, არც გლოვის დღეს გამოაცხადებენ, რადგან იდეურად და ემოციურად საოკუპაციო ჯარის მხარეს არიან. ეს ის გუნდია, რომელმაც თურმე უნდა გამოიძიოს დაღუპული ჯარისკაცების გმირობა.
რუსული გემი გვმართავს, რომელთანაც მე პირადად ვერც შევრიგდები, ვერც პოლარიზაციას დავასრულებ. პირიქით, გავზრდი, რათა კონტრასტი მონობასა და თავისუფლებას, ღირსებასა და უღირსობას შორის უფრო ნათელი იყოს.
რუსული გემია, რომლის უპირობოდ მის კუთვნილ გზაზე გაშვება ჩემთვის პირადად ღირსების საკითხია და ვალდებულებაა ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულ ყველა ქართველთან.
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!
დიდება საქართველოს!
დიდება უკრაინას!
ნიკუშა ფარულავა

Loading…

მსგავსი პოსტები

“დავამარცხოთ გადამგდები ,,ოცნება” და მალე ბევრი თქვენგანიც გავუშვათ პენსიაში”

“ბედი ქართლისა” 28 ოქტომბერს გადაწყდება საქართველოსთვის-ეს არჩევნები იქნება დიაგნოზი ქართველი ერის მდგომარეობისა

ექიმი

დატოვე კომენტარი