განცხადებები

«ერთადერთი ვაჟი თვალწინ მომიკლეს…მეც მაქვს ჩემი ღირსება და კაცობა, ამის მიუხედავად მაინც ვცემ საქართველოს პატივს»-მაჩალიკაშვილი (ვიდეო)

პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ  სუს-ის შენობაში გამოკითხვაზე მისვლას  აპირებს.

«ერთი წელი იმაზე მუშაობენ, როგორ გავანადგუროთ ბატონი ვახა, როგორ გამოვამწყვდიოთ ციხეში, მე მომივიდა ეს აზრი, ბევრჯერ მომდის, მაგრამ მე ამას ისევ ვკლავ ჩემში, იმ ძალას ვნახულობ ჩემში, იმიტომ რომ საქარ​თველოს მოსახლეობის თანადგომას ვგრძნობ. მე ამაზე არ ვარ წამსვლელი. მაგრამ მე ვაინახი, ჩეჩენი ქისტი კაცი ვარ, მე მომიკლეს შვილი სახლში, თვალწინ მომიკლეს შვილი, ერთადერთი ვაჟი, მეც მაქვს ჩემი ღირსება და კაცობა, ამის მიუხედავად მაინც ვცემ საქართველოს პატივს და მაინც ვაკეთებ, რომ კანონის ფარგლებში დავსაჯო ეს ადამიანი.»

«მე ციხის არ მეშინია, მე ციხიდან ვიბრძოლებ, ერთი კვირის წინ ვთქვი, რომ მუხლებზე დაცემული ვიბრძოლებ მეთქი, დამიჭირონ, თუ ვარ დამნაშავე დამიჭირონ აქა ვარ,»- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას მიესალმებიან

რუსი ოლიგარქი საქართველოში დამთავრებულია-ლევან ხაბეიშვილი

საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება

დატოვე კომენტარი