თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.
Telegram-ის ოფიციალურ არხზე თურქეთის პრეზიდენტმა დაწერა: „მეც ავიცერი“.
საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა CoronaVac-ით აიცრა.
13 იანვარს თურქეთის ფარმაცევტიკისა და სამედიცინო აღჭურვილობის სააგენტომ ჩინური კომპანია SinoVac-ის ვაქცინის СoronaVac-ის გამოყენება დაამტკიცა.
Loading…
