ერგნეთში, ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების რიგით 95-ე შეხვედრა მიმდინარეობს. ქართული მხარის ინფორმაციით შეხვედრაზე განიხილება 10 საკითხი. განსახილველ საკითხთა შორისაა გუგუტიანთკარში განვითარებული მოვლენები, უკანონო ბორდერიზაცია, საოუკუპაციო რეჟიმის მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებები. ასევე სოფელ ერევში მიმდინარე პროცესები, ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში განვითარებული მოვლენები შეგახსენებთ რომ რამდენიმე საათით ადრე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებს მიმართა და გააფრთხილა, რომ ქართული მხარის ქმედება ახალი შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხეს ქმნის, ამიტომ აუცილებელია მასზე ზეწოლა დაძაბულობის ესკალაციის შესაჩერებლად. გარდა განსახილველი თემებისა ქართული მხარის მხრიდან ასევე მწავავედ დადგება დღევანდელ შეხვედრაზე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობისა და სასტიკი წამების ფაქტი.
შეგახსენებთ რომ ერგნეთში მოლაპარაკებების ეს ფორმატი დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ და დღეს უკვე 95-ე შეხვედრაა.