ოკუპაცია/დევნილები

ერგნეთის შეხვედრები განახლდება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ხვალ, 5 მარტს, გაიმართება. ამ შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ცხინვალის ციხეში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს დააყენებენ. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ცენტრალური ხელისუფლების მიერ მკაცრად იქნება დაყენებული 5 მარტს ჩანიშნულ „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე. საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და გამოგონილი მიზეზებით განხორციელებულ უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ“, — ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ბედიის ტაძრიდან ქრისტეს ეკლის გვირგვინი დაიკარგა

Joni Kvaracxelia

კარლ ჰარცელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებზე განცხადებას ავრცელებს

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა გადადგა (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი