ერაყში, ტაჯის სამხედრო ბაზა, სადაც ბრიტანეთისა და აშშ-ს ჯარის წარმომადგენლები იყვნენ დანთავსებულნი, სარაკეტიო თავდასხმის სამიზნე გახდა. ბაზიდან რამდენიმე კილომეტრში აღმოაჩინეს ადგილი, საიდანაც განხორციელდა აღნიშნული თავდასხმა.
ბაზის დაბომბვაზე შეტყობუნება ერაყში ამერიკული ძალების სარდლობით გაავრცელა. «სამი ადამიანი დაიღუპა: აშშ-ს არმიის ჯარისკაცი, მესამე ბაზის ამერიკელი თანამშრომელი და ბრიტანელი ჯარისკაცი. დაშავდა დაახლოებით ათი ადამიანი,»- ნათქვამია განცხადებაში.
სირიასა და ერაყში აშშ-ს შეიარაღებული ძალების სარდლობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მაილზ კეგინსმა განაცხადა, რომ ცეცხლის გახსნა მოხდა ადგილობრივი დროით 19:35 საათზე. ინციდენტის შესახებ მიმდინარეობს გამოძიება. მან არ დააზუსტა, თუ ვის შეეძლო ბაზის დაბომბვა.
წყარი: BBC
Loading…