მსოფლიოში

ერაყის ქალაქ ერბილის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს, მათგან რამდენიმე აშშ-ის საკონსულოს შენობასთან ახლოს ჩამოვარდა

ერაყის ქალაქ ერბილის მიმართულებით 10-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე რაკეტა აშშ-ის საკონსულოს შენობასთან ახლოს ჩავარდა, — ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

„ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ რაკეტები მეზობელი ქვეყნიდან — ირანიდან კვირას, დილით ადრე გაუშვეს და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ერაყისა და აშშ-ის ოფიციალური პირები ზარალის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ამერიკის არცერთ სამთავრობო ობიექტს არ მიადგა ზიანი, არაა მსხვერპლი და არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ სამიზნე იყო საკონსულოს შენობა, რომელიც ახალია და ჯერ მასში არავინაა. ერაყელმა ოფიციალურმა პირმა კი განაცხადა, რომ რამდენიმე რაკეტა საკონსულოს მოხვდა და რომ ის იყო თავდასხმის სამიზნე“, — წერს The Guardian-ი.

Loading…

მსგავსი პოსტები

22 ადამიანი დაიღუპა უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად

ტრამპი იყენებს ლოს-ანჯელესის პროტესტებს ძალაუფლების გამოსაჩენად

პოლიტიკური ოპონენტის გაჩუმების მიზნით «ნოვიჩოკი» კიდევ ერთხელ გამოიყენა კრემლმა — ჯო ბაიდენი

დატოვე კომენტარი