პუბლიკაციები

ეპოქის დასასრული…

ივერიაში ფელეტონური ეპოქა დასასრულს უახლოვდებოდა…
კალაძე იძულებული შეიქნა, დახვეწა შეეწყვიტა და მეგრულ ლЬ-ს დაბრუნებოდა.
სოფოკილაძე მზევდებოდა, მარიამჯაში ფერმკრთალდებოდა, ირაკლი იჭიმებოდა, ეკა ოპოზიციონერდებოდა, კობახიძე სირდებოდა…
ბახტაძეს კასტუმი უჭერდა, თავი კი უსივდებოდა და უსივდებოდა…
თალაკვაძე ამას უცქერდა და ალუჩას შვილი ვიყოო, გაოგნებული იმეორებდა…
,,იმედზე“ დილიდან საღამომდე ,,იმედი LIVE“ არ წყდებოდა, პერიოდულად მხოლოდ ოლგა ბაბლუანი ერთვებოდა, შეშლილივით ხარხარებდა და ,,რა დროს ძილია, მაგრა გვენძრევაო“ – კიოდა…
დინოზავრული ინტელიგენცია სულ უფრო ნაბიჭვრდებოდა…
დავით მაღრაძეს მუზა დღედაღამ არ ასვენებდა და ,,მესამე ძალაზე” პოემას წერდა, ვერ ჩერდებოდა…
ბატონი იჯდერაო დედნდროლოგიურ პარკში ხორკლიან ხეებს ლოყას ადებდა და ფესვებს ეამბორებოდა…
დედამიწა ჯიუტად მაინც ტრიალებდა. გალაქტიკა თუ სამყარო (ეს ზუსტად არ იცოდა) ფართოვდებოდა და კვლავ იკუმშებოდა – ეს კოსმოლოგიური სინგულარობა და ჰიგსის ბოზონი მომკლავს მეო, გაიფიქრა…
,,ეჰ, ამქვეყნად სამართალი არ ყოფილა, მე როგორ მენძრევა და ეს ,,ოცეოლა” ქალი კიდევ წლები პრეზიდენტი იქნებაო“ – ეს აზრი არა მხოლოდ აცოფებდა, არამედ აყლევებდა კიდეც…

ზურა ოდილავაძე

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

სახელმწიფოს ბიუჯეტში დეფიციტის რიცხვი და ვალი საგრძნობლად მატულობს

Joni Kvaracxelia

„გულის ბაყაყი“ თუ „გულის ვარდი“?

მსოფლიო გოთვერნობის სამი კანონი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი