ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 755 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდული დღიური მაჩვენებელია.
უწყების ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 74 ადამიანი ემსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ერაყში კორონავირუსის 247 039 შემთხვევა გამოვლინდა, 7 275 ადამიანი კი გარდაიცვალა.
Loading…
