პროტესტი

ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატები არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ

ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ისინი მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ და არც ხელის შეშლას.

მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

«მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ დააგროვა ბევრად მეტი ხმა, ვიდრე ხელისუფლებამ, ხელისუფლებამ იკადრა ის, რაც არ უნდა ეკადრებინა და აპირებს ამის გაგრძელებას 21-ში. ამიტომ ყველა კანდიდატი უარს ვაცხადებთ, მივიღოთ მონაწილეობა ამ ფარსში. ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე სახით ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას და არც ხელის შეშლას იმ პროცესისას, რომელსაც არჩევნებს მხოლოდ ერთი პოლიტიკური გუნდი უწოდებს», — განაცხადა კირკიტაძემ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

საპროტესტო აქცია შუშის სასახლესთან (ფოტო/ვიდეო)

Joni Kvaracxelia

გერმანიაში მცხოვრები ქართველი სტუდენტების აქციას შეუერთდნენ «ერთად სახლში»-ის წარმომადგენლები

Joni Kvaracxelia

45 ადამიანი დაშავდა ლიბანში საპროტესტო აქციის დაშლისას

დატოვე კომენტარი