განცხადებებიომი უკრაინაში

ენმ: რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლისთვის საოკუპაციო შენატანი უნდა დაუწესდეთ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივით გამოდის, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ე.წ. საოკუპაციო შენატანი დაუწესდეთ, რაც 1 000 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ამის შესახებ პარტიის დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

«კონკრეტული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, გთავაზობთ საკანონმდებლო ცვლილებას. მოგეხსენებათ, რომ რუსეთიდან მათი მოქალაქეების უკონტროლო შემოდინება-მიგრაციამ ძალიან დიდი მასშტაბები მიიღო, რაც უკავშირდება როგორც ქვეყნის შიდა უსაფრთხოების საკითხს, ასევე ფინანსური უსაფრთხოების საკითხებსა და მთელ რიგ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ჩვენი პარტია და საკანონმდებლო ფრაქცია გამოდის ინიციატივით, რომ ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილებები. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საოკუპაციო შენატანის გადახდის ვალდებულებას. ეს თანხა თითოეულ მოქალაქეზე განსაზღვრული იქნება 1 000 ლარის ოდენობით». — ამბობს ბეჟაშვილი.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალური ფონდი შეიქმნება და რუსეთის მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილების საჭიროებებს მოხმარდება.

«ამ გადახდის უზრუნველყოფით, ერთი მხრივ, გარანტირებული იქნება რუსეთის მოქალაქეების მხრიდან იმის აღიარება, რომ საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და რუსეთი არის აგრესორი. მეორე მხრივ, ეს შენატანი გარკვეული შემაკავებელი ფაქტორიც უნდა გახდეს იმისთვის, რომ თუ მათ ამის აღიარება და თანხის გადახდა არ სურთ, შეუძლიათ, საქართველოში არც შემოვიდნენ. აგრეთვე, ამ შენატანის დაწესება სოლიდარობის გამოცხადება იქნება იმ ასეულ ათასობით დევნილისთვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. ამ შენატანის გადახდის ვალდებულებისთვის ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნება დევნილთა დახმარების სპეციალური ფონდი და ეს თანხები ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილების საჭიროებებისთვის მიზნობრივად გადაირიცხება». — თქვა ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილის თქმით, თანხის გადახდის ვალდებულება ასევე ექნებათ რუსეთიდან უკვე შემოსულ მოქალაქეებსაც. ინიციატივის მიხედვით, ბანკებს, მობილურ ოპერატორებს, სადაზღვევო კომპანიებს, კლინიკებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებს ვალდებულება ექნებათ, შესაბამისი მომსახურების გაწევის შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეებს აღნიშნული გადახდის ჩეკი მოსთხოვონ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ძალიან მალე, ჩვენ ყველა ერთად გავათავისუფლებთ მიხეილ სააკაშვილს და ჩვენს ქვეყანას!»-სოფო ჯაფარიძე

roma sajaia

«სადღაც შევხვდებით მე და მელია ყველა სიტყვაზე პასუხისგება მოუწევს…ღირსები არიან, რომ ნაგვის ყუთები თავზე დავამხოთ»-ელისაშვილი

roma sajaia

სამრევლო ტაძრებში სააღდგომო წირვა აღდგომის დღეს, დილის 07:00 საათზე დაიწყება

დატოვე კომენტარი