პოლიტიკა

ენმ ოცნებისგან პროპორციული სიების აღდგენას ითხოვს

ფრაქცია «ნაციონალური მოძრაობა — ძალა ერთობაშიამ» პარლამენტში საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც ფრაქციის თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ პროპორციული სიების აღდგენა მოითხოვა. მისი თქმით, თუ სამ ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატებს ჩამოართმევენ, პარლამენტში მათი ადგილები სხვა დეპუტატებმა უნდა ჩაანაცვლონ, რომლებიც პროპორციული სიით უნდა მოხდეს:

«ამ მანდატის ჩამორთმევა დიახ ნიშნავს გაგრძელებას ამ პოლიტიკური მართლმსაჯულების და ასევე შალვა ნათელაშვილს, რომელიც რეალურად მზად იყო თავისი პარტიის ინტერესები წარმოედგინა საქართველოს პარლამენტში. ოპოზიცია არ შეწყვეტს ბრძოლას, გავაგრძელებთ მუშაობას.

ღიად და საჯაროდ ვაცხადებთ, რომ იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტში ყველა იმ პარტიას, რომელსაც აქვს მინიჭებული მანდატი, უნდა შეივსოს გახსნილი სიებით, პროპორციული სიებით, რომელიც რეალურად იქნება ის პროპორცია, რომელიც ქართველმა ხალხმა ზეწოლით, მაგრამ მაინც არჩევნებზე მიანიჭა ამ პოლიტიკურ პარტიებს. ყველა მანდატი უნდა დაუბრუნდეს ოპოზიციურ პარტიებს», — განაცხადა დეკანოიძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

ამ წუთებში! დაპირისპირება თბილისის მერიის წინ LIVE (ვიდეო)

roma sajaia

საფრანგეთს საქართველოში ახალი ელჩი ყავს

დონბასში არჩევნები გადაიდო

დატოვე კომენტარი