პერსონასოცქსელი

«ენმ არ არის ერთი, ათი ან თუნდაც ასი კაცის» — გიორგი ბარამიძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლას;
«გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან ასეთი მომენტში, მოულოდნელი წასვლა, ალბათ ისეთივე სამწუხაროა, როგორი მისასალმებელიც იყო, მისი 2017-ში ასევე რთულ დროს, მოსვლა.

ახლა ენმ, დანარჩენი, მთელი ოპოზიცია და ქართული საზოგადოება, პუტინის გეგმის გულმოდგინედ შემსრულებელ, უზურპატორ ოლიგარქთან მშვიდობიანი ბრძოლის მწვავე და კრიტიკულ ფაზაშია, ამიტომ მისი ახლა, ამ ფორმით წასვლა, თან საკმაოდ დაუსაბუთებელი (ზოგი პირდაპირ სიმართლეს შეუსაბამო) და ბუნდოვანი მიზეზებით, უფრო საბაბად ჩანს ჩემთვის და ასობით ათასი ჩვენი მომხრისა და თანამებრძოლისათვის.

ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ენმ არ არის ერთი, ათი ან თუნდაც ასი კაცის (რაც არ უნდა კარგი და ღირსეული იყოს) პარტია. 2012 წლიდან მოყოლებული, სხვადასხვა საბაბით პარტიიდან ბევრი მაშინდელი ლიდერი თუ დეპუტატი გასულა (მაჟორიტარები, შემდეგ პარტიის აღმასრულებელი და საორგანიზაციო მდივნები ზურაბ ჯაფარიძე, გოგიტა ვაშაძე, შემდეგ პარტიის ლიდერები დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და ბევრი სხვა) და ამით პარტიას ნამდვილად მოკლებია ძალები, თუმცა იმის გამო, რომ ენმ-ს მთავარი ძალა არის დიდი იდეა და მიზანი, რაც ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას, იგი ძალებს ყოველთვის იკრებდა და მიშას უცვლელი ლიდერობით და უზარმაზარი გუნდის უკომპრომისო ბრძოლით, მიუხედავად რეჟიმის მუდმივი შემოტევებისა, ნებისმიერი რთული ვითარებიდან, კიდევ უფრო გაძლიერებული გამოდიოდა.

მადლობა გრიგოლს რაც შრომა, ენერგია და უნარი ჩადო ჩვენი გუნდის წინსვლაში. ცუდია რომ ასე წავიდა, თუმცა ესეც მისი ნება და მისი პასუხისმგებლობაა.

სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ასობით ათასი ქართველის მიერ მხარდაჭერილი, ჩვენი ქვეყნის მთავარი პატრიოტული და მებრძოლი პარტია, კვლავაც, პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობით, ძალიან სწორ, ერთადერთ მორალურად და პოლიტიკურად გამართლებულ, გზას ადგას და ამიტომ აუცილებლად, კიდევ უფრო გაძლიერდება, აუცილებლად, გაიმარჯვებს და მიაღწევს დასახულ მიზნებს.» — წერს გიორგი ბარამიძე.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ბიძინა ივანიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან ბრძოლა ვისაც გართობა და სტვენით ფილოსოფოსობა გგონიათ, ბოდიში, მაგრამ გაღმა ხართ»-გვარამია

Joni Kvaracxelia

«თუ ჯან­მრთე­ლო­ბა გი­წყობთ ხელს, ბევ­რი ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნეთ ”-ანუკი არეშიძე

«ავადმყოფი ბავშვების ფაქტობრივად განადგურებისაკენ მოწოდებაა, სცილდება ერთი ბრიყვი ადამიანის ლაქლაქს და დანაშაულად შეიძლება განვიხილოთ»-გოცირიძე(ვიდეო)

დატოვე კომენტარი