განცხადებები

«ენმის» მმართველობის დროს ხალხს ილუზიაში აცხოვრენდნენ-კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, წინა წლებში მიზანმიმართულად იყო ვირტუალური საქართველო შექმნილი, სადაც ადამიანებს ეგონათ, რომ «ყველაფერი კარგად იყო». ამ განცხადებით მან ქვეყანაში მომხდარი ბოლოდროინდელი კრიმინალური ფაქტები შეაფასა და აღნიშნა, რომ წინა წლებში უამრავი დანაშაული ხდებოდა.

«რაც შეეხება კრიმინალს, ეს მონაცემები გადამოწმებადია, თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში, რა რიცხვები იყო. განსხვავება იყო ერთი, მაშინ მიზანმიმართულად შექმნილი იყო ვირტუალური საქართველო, სადაც ადამიანებს ეგონათ, რომ ყველაფერი კარგად იყო, ქვეყანაში ყველაფერი კარგი ხდებოდა, თუმცა უამრავი დანაშაული ფიქსირდებოდა. ძალიან მარტივია ამ ყველაფრის გადამოწმება. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როდესაც ქვეყანაში კრიმინალი ხდება, რასაც მთელი ევროპული ქვეყნები ებრძვიან. ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზუგდიდში მომხდარი შემთხვევა გამოძიებული იყოს»,-განაცხადა კალაძემ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«დედა დავკარგე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა. კი არ წავიდა, გაიპარა და შანსიც არ მომცა, გადამერჩინა»

«მე სიამოვნებით შემიძლია დღეს შევხდე და თავ-პირი გავუერთიანო  ნიკანორ მელიას, ვაშაძეს»-ლადო ბედუკაძე

«მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა»- სუს-ის საგანგებო განცხადება

დატოვე კომენტარი