მსოფლიოში

ენიო მორიკონე გარდაიცვალა

იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ის რამდენიმე დღის წინ დაეცა და ტრავმა გაურთულდა. ის დაიბადა 1928 წელს, ცნობილი ჯაზ-შემსრულებლის ოჯახში, იტალიის დედაქალაქ რომში. მამამისი უკრავდა ტუბაზე. ენიო მორიკონემ დაამთავრა წმინდა სესილიის სახელობის კონსერვატორია.

1950-იანი წლებიდან მოყოლებული მორიკონე მიიჩნევა, ერთ-ერთ გავლენიან კომპოზიტორად. მუსიკას ძირითადად ვესტერნის ჟანრის ფილმებისთვის წერდა. თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორებიცაა სერჟიო ლეონე, ბერნარდო ბერტოლუჩი, პიერ პაოლო პაზოლინი და სხვები.

1962 წლიდან ენიო მორიკონე მუშაობას იწყებს ხმის ჩამწერ სტუდიაში, სადაც არანჟირებას უკეთებს მრავალ სიმღერას. 2007 წელს ენიო მორიკონეს კინემატოგრაფში შეტანილი დიდი წვლილისათვის ოსკარის პრემია მიენიჭა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ძლიერი ქარბუქის გამო აშშ-ში 3000 მდე რეისი გაუქმდა

აშშ რუსეთის ორ საკონსულოს ხურავს

ბაჰრეინსა და ისრაელს შორის ურთიერთობების აღდგენა დაგმო ირანმა

დატოვე კომენტარი