მსოფლიოში

«ენით აუწერელი ტკივილია…» — ზელენსკი ბროვარიში მომხდარ ტრაგედიაზე

«ენით აუწერელი ტკივილია…» — ზელენსკი ბროვარიში მომხდარ ტრაგედიაზე
დღეს, 14:39 408
ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა, მან დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

«დაშავდა 25 ადამიანი, მათგან 10 ბავშვია. ამ წუთის მონაცემებით, დაღუპულია 3 ბავშვი. ენით აუწერელი ტკივილია. ვერტმფრენი საბავშვო ბაღს დაეცა. ვუსამძიმრებ დაღუპულების ახლობლებს. დენისი, ევგენი, იური, შსს-ს გუნდი… უკრაინის ნამდვილი პატრიოტები, ნათელი ხსოვნა მათ,» — თქვა ზელენსკიმ.

მან, ასევე, დასძინა, რომ ტრაგედიის მიზეზის დადგენა ყველა შესაბამის უწყებას დაავალა.
შეგახსენებთ, რომ 18 იანვარს დილით ბროვარში თვითმფრინავი სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტს დაეცა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ კორპუსთან ჩამოვარდა.

შემდგომში ცნობილი გახდა, რომ ავიაკატასტროფის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა დაიღუპა. ამ დროისთვის ცნობილია 16 გარდაცვლილი, მათგან სამი ბავშვია. დაშავდა 29 ადამიანი.

Loading…

მსგავსი პოსტები

დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ გვერდზე მომხრეებს მიმართა და განაცხადა, რომ მის მხარდამჭერებს „უპატივცემულოდ ან უსამართლოდ არ მოექცევიან“.

ისრაელმა და ბაჰრეინმა დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად დაამყარეს

ბაშარ ასადის პარტიამ გაიმარჯვა კვლავ სირიის საპარლამენტო არჩევნებში

დატოვე კომენტარი