განცხადებები

«ენას ამოვაგლიჯავ ბიძინა ივანიშვილს პირდაპირი მნიშნელობით»-ნიკა გვარამია (ვიდეო)

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის» გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია  «არჩევანში» 20 ივნისის აქციის სისხლიან დარბევას გამოეხმაურა.

«პირველი, მე ვსვამ კითხვას, რატომ არ იდგა სპეცრაზმი პერიმეტრის შიგნით, ეს არის აბსოლუტურად კანონზომიერი, მოთხოვნადი და სწორი, იმიტომ, რომ შიგნით უნდა მდგარიყვნენ იმიტომ, რომ იქ არის დიდი ღობე, დიდი ჭიშკარი, რომლის შეღება, პრაქტიკულად, შეუძლებელია, თუ ვინმე გადახტებოდა, როგორც თბილისის პოლიციაში გადახრა უცნობი, დააპატიმრებდნენ. იქაც შიდა პერიმეტრზე იდგა დაცვა, მიუხედევად ამისა, მაინც ინციდენტები მოხდა. პირიქით, გამოვიდნენ გარეთ და შეუძლებელია, როცა გარეთ დგას სპეცრაზმი და პირდაპირ დისტანციის გარეშე წინ უდგას მომიტინგე, რომელიც გაბრაზებულია, იქ, რომ კონფლიქტი არ მოხდეს, ეს არის შეუძლებელი. ამიტომ, 225-ეს კვალიფიკაციასაც ვერ მისცემს ამ საქმეს ვერავინ.

„ყველა წესი დაირღვა, ვინ გასცა ბრძანება ამ წესის დარღვევასთან დაკავშირებით, რატომ იყვნენ გარეთ რობოკოპები, სპეციალურად ადამიანებისთვის, ასე ვთქვათ, გასაღიაზიანებლად და ამ დაპირისპირებაში შესასვლელად, ეს ჩვენ არ ვიცით. მეორე, რატომ მოხდა გასროლა?.. რამ გამოიწვია გასროლა აბსოლუტურად მოწმენდილ ცაზე, ვინ გასცა ამის ბრძანება, ადმინისტრაციული აქტი ხომ უნდა იყოს,“

«ბრძანება ვინ გასცა, რომ საერთოდ მოიტანეს ეს ტყვიები. ანზორ ჩუბინიძემ რა ბრძანება გასცა, ბიძინა ივანიშივლმა იქიდან რა ბრძანება გასცა, ეს არის გამოძიების დასადგენი და ორივე დასაჭერი იქნება, თუ ბრძანებები გასცეს არაუფლებამოსილმა პირებმა, რამაც მოიტანა მძიმე შედეგი,» — განაცხადა ნიკა გვარამიამ.

Loading…

მსგავსი პოსტები

შედის თუ არა სამხედრო ტექნიკა საქართველოდან რუსეთში?-იხილეთ განცხადება

roma sajaia

თბილისში მშენებლობაზე 16 წლის ბიჭი დაიღუპა

«არა ვარ კათოლიკე, ვარ მართმადიანი»-სალომე ზურაბიშვილი (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი