covid-19

ემუქრება თუ არა საქართველოს ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელება?

იფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე “პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას აფასებს.

თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში ვირუსის მეორე ტალღა არ დაწყებულა. მეორე ტალღა მაშინ დაიწყება, როცა გვიანი შემოდგომა დადგება, სადღაც ოქტომბერ-ნოემბრის შემდეგ. ამ დროს ამინდის აცივების გამო, რესპირაციული ვირუსები აქტიურდება. საქართველოში ახლა მიმდინარეობს კორონავირუსის პირველი ტალღის გაგრძელება, რომელიც მსოფლიოში არ დამთავრებულა.

ვიდრე პირველი ტალღა არ დამთავრდება, მეორე ტალღაზე ვერ დავიწყებთ საუბარს. ზოგადად, ჩვენ ინფიცირებულთა მატებას ველოდით, რადგან ქვეყანაში მთელი რიგი შიდა შეზღუდვები მოიხსნა.

ბუნებრივია, შეუძლებელია, რომ ასეთ შემთხვევაში ქვეყანაში მიკრო აფეთქებები არ იყოს. თუმცა საქართველო, ჯერჯერობით, არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც მიღწეული წარმატებები მდგრადი გამოდგა…

– ეპიაფეთქება არ იქნება, იქნება ისეთი მატება, როგორიც ახლა არის. მეორე ტალღა არ იქნება იამზე დიდი, ვიდრე პირველი ტალღა იყო. მეორე ტალღა პირველ ტალღაზე სუსტი იქნება. მექნება უდიდესი თხოვნა, რაც მიღწეული გვაქს, უნდა შევინარჩუნოთ, ამიტომ აუცილებელია რეგულაციების დაცვა.

Loading…

მსგავსი პოსტები

ინფექციურ კლინიკას უკვე 29 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს

Joni Kvaracxelia

თაკო ჩარკვიანი კორონავირუსისგან განიკურნა

იტალიაში კორონავირუსით სიკვდილიანობა ჩერდება

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი